ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: Back Office Service
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
10 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია "ბექ ოფის სერვისი" თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან. მას პარტნიორობას ვუწევთ შეკვეთების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავებაში, დაახ. 35-კაციანი გუნდით.

ჩვენი სამუშაო გუნდის გასაზრდელად თბილისში ვეძებთ მოტივირებულ ინჟინერს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება შესაბამისი გამოცდილებით, სასურველია სამშენებლო ინჟინერიის განხრით;
** ხისა და ალუმინის მასალებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ​CAD-პროგრამების ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად;
** სიმედოდ, სტაბილურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კარგი უნარები გერმანულ ენაში. მხოლოდ ინგლისური ენის მცოდნეები ნუ გამოგვეხმაურებიან.
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ინიციატივების წამოყენების უნარი;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის ტექნიკურად დამუშავება;
** ტექნიკური ნახაზებისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საიმედო და გრძელვადიანი სამუშაო ადგილი;
** უშუალო ურთიერთობა მენეჯმენტთან, გადაწყვეტილების მიღების მოქნილი პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** შეთანხმებაზე დაფუძნებული ადექვატური ანაზღაურება.

დაინტერესდით?

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ თქვენს სრულყოფილ რეზიუმეს გერმანულ ენაზე 2019 წლის 25 ნოემბრამდე მოცემულ E-mail-ზე: MMiller@weinor.de
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე