ავტო-სერვისის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო-სერვისის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"ჯი-თი მოტორს"-ი წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

შპს "ჯი-თი მოტორს"-ი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე.

1. ავტომობილის ტექნიკოსი/სტაჟიორი "ფორდის" შოურუმში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 55.
სამუშაო განაკვეთი: სრული (დასვენების დღე კვირა).

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა სავალდებულოა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების მაღალ დონეზე ფლობა;
** ბაზარზე კონკურენტების მუდმივი შესწავლა და მონიტორინგი (ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზი);
** ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა (მომხმარებლის მოძიება და მათთან ხანგრძლივი კომუნიკაციის წარმართვა);
** მომწოდებლებთან რეგულარული რეპორტინგი;
** კომპანიის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლის მომსახურება;
** გაყიდვის პროცესის სრულად მართვა (მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, პრეზენტაცია, ტესტ-დრაივის დაგეგმვა და რეალიზაციის შემთხვევაში დოკუმენტალური ნაწილის მართვა, მომხმარებლის გაცილება);
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება (როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ სერვისებზე და მოქმედ აქციებზე).

2. ავტომობილის დაშლა-აწყობისა და საპლასტმასე სამუშაოების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული (დასვენების დღე კვირა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის ძარის (ექსტერიერი/ინტერიერი) დეტალების დაშლა აწყობა;
** პლასტმასის დეტალების აღდგენა, შედუღება, მორგება;
** მინების შეცვლა, ჩასმა ამოღება;
** პლასტმასის დეტალების ქარხნულ ზომებზე გასწორება;
** დავალებების მოცემულ ვადებში შესრულება;
** სამუშაო ადგილისა და ინსტრუმენტების მოწესრიგება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ავტომობილის ზოგადი მდგომარეობის შეფასების უნარი;
** ავტომობილის საერთო მახასიათებლების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV მისამართზე:vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე