ავტოსათადარიგო ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსათადარიგო ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
შპს "ჯითი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსათადარიგო ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე (დასვენების დღე კვირა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში წარმოდგენილი ბრენდების (Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki) სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარებისათვის ოპტიმალური ბაზის შექმნა, კომპანიის სამიზნე მარჟის მონიტორინგი და მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
** სასაწყობე ნაშთის კონტროლი და ბრუნვადობის ანალიზი პროდუქციის სახეობების მიხედვით - მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნება და კონტროლი;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, ფასების მონიტორინგი და ფასწარმოქმნის კალკულაცია;
** მარკეტინგული აქციების ინიცირება, სააქციო პროდუქციის განსაზღვრა და შედეგების ანალიზის მომზადება;
** დეპარტამენტის გეგმის განსაზღვრა, გეგმაში საჭირო ცვლილებების შეტანა და შესრულების მონიტორინგი;
** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების შესყიდვების დაგეგმვა ოპტიმალურად, მომწოდებელთან გეგმის შეთანხმება;
** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მონიტორინგი, პროდუქციის ჩამოსვლის ვადებისა და ტრანსპორტირების ხარჯების კონტროლი;
** დაკარგული რეალიზაციების (lost sales) აღრიცხვა და ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და შემდგომი ღონისძიებების გატარება;
** საოპერაციო ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა (ტრანსპორტირება, მარჟა, მარაგები);
** ინდივიდუალური შეკვეთების განხორციელება და დათქმული ვადების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს კონტროლი გეგმებთან მიმართებაში, შედეგების გაუმჯობესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და აღრიცხვის შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების არხების მოძიება, განვითარება და მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
** კორპორატიული შეთავაზებების მომზადება და შესაბამისი პორტფელის ზრდაზე ორიენტაცია;
** საცალო გაყიდვების არხისთვის შეთავაზებების მომზადება და ნაშთის შესაბამისი პროდუქციით უზრუნველყოფა;
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელებთან;
** მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა (ვერბალური და წერითი);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** მართვის მოწმობის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პრეზენტაბელური;
** მოტივირებული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@gtmotors.ge და ასევე გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე