ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, თემქა, ისააკიანის #1 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ტერიტორია)
განრიგი: ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00; შაბათი - 09:00- 16:00
თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ყოველდღიურად საბანკო ოპერაციების აღრიცხვა პროგრამაში
** ბუღალტრული გატარების შესრულება;
** ​დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება წარმოება და დაარქივება;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი;
** საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო ოპერაციების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების; ეკონომიკის ან ბუღალტერიის განხრით
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე
** საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამის Oris ცოდნა
** MS Excel სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე