ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ენ ჯი თი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"ენ ჯი თი ჯგუფი" პროფესიონალთა გუნდში სამუშაოდ იწვევს ბიზნეს ანალიტიკოსს.

"ენ ჯი თი ჯგუფი" წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად IT ინტეგრატორ კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30 მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ, მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://ngt.ge/

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
** პროექტში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობა და მათთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პროექტის რეალიზაციის სამოქმედო გეგმის შედგენა და დამკვეთთან მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** მოწოდებული წყაროების შინაარსის, სტრუქტურის, რელაციური კავშირის ანალიზი და ტექნიკური დავალების დაზუსტება;
** ანალიტიკური რეპორტების საბოლოო პროტოტიპისა და დიზაინის შემუშავება და დამკვეთთან შეთანხმება;
** მიღებული დავალებების თემებად დაყოფა, ტექნიკურ დავალებებად გადაქცევა და ჯგუფის წევრებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
** შეთანხმებული პროტოტიპის შესაბამისად, ანალიტიკური რეპორტის შექმნა, მონაცემების ვალიდაცია და დამკვეთისთვის წარდგენა;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ERP პროექტებზე ფინანსურ კონსულტანტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** რომელიმე ERP პლატფორმის ცოდნა (1C პლატფორმის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ანალიტიკური რეპორტების დიზაინის, წარმოების და მხარდაჭერის გამოცდილება;
** Excel ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

სასურველია:

** "Scripting"-ის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** BI (Business Intelligence) და რეპორტინგის სისტემების ცოდნა;
** Agile / Scrum მეთოდოლოგიით პროექტების მართვისა და JIRA-ში მუშაობის გამოცდილება;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე http://ngt.ge/carrier/vacancies/biznes-analitikosi 22 ნოემბრის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე