ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა - InPort
მომწოდებელი: Svitzer
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"სვიცერ ჯორჯია" არის A.P. Moller - Maersk გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოდგენილია საქართველოს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურში, რომელიც ახორციელებს გემების საბუქსირე მომსახურეობას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი და ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.svitzer.com/

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, "სვიცერ ჯორჯია" აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და საზღვაო ინდუსტრიაში პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვასა და ბუქსირის კაპიტნებამდე განვითარება.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი პროფესიონალი და გსურთ შეიქმნათ წარმატებული საზღვაო კარიერა, InPort Svitzer-ი საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის - ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას საერთაშორისო სტანდარტების საბუქსირე ოპერაციებში მონაწილე, "სვიცერ ჯორჯია"-ს მცურავ საშუალებებზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში.

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება ორი - თეორიული და პრაქტიკული მოდულისაგან მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს ბუქსირის კაპიტნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანავიგაციო უნარ-ჩვევების განვითარებით
** დახმარებას პროფესიული ინტერესებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებაში
** საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას
** სხვადასხვა მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას
** თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას
** მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში
** რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი საზღვაო განათლება
** სანავიგაციო მიმართულების ახალი კურსდამთავრებული, გემბანზე AB მატროსად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებით (STCW კოდექსის შესაბამისი A-II/3 კომპეტენცია)
** მართვასთან დაკავშირებული პოზიციებისკენ მიდრეკილება - ადამიანებისა და პროცესების ეფექტური მართვის შესაძლებლობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი ათვისების უნარი და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ქმედებებზე ორიენტირება
** წინდახედულობა და ენერგიულობა
** ​მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა
** კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
** შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** ინგლისური ენის ცოდნა
** სამუშაო კომპიუტერული უნარები

პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:

** სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება ზემოთმოცემული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების მიხედვით
** შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ფსიქოლოგიური და ლოგიკური აზროვნების ინდექსები, ინგლისური ენის ტესტი
** ჯგუფური გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით:

** ყოველთვიური სტიპენდია - 600 ლარი
** ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევების დაზღვევა
** ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
** საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში.

პროგრამის ჩატარების ადგილი - ფოთი

"სვიცერ ჯორჯია" მოწოდებულია ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კულტურის კუთხით. შესაბამისად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტურ შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გამოირიცხება ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

კანდიდატების მიერ გაგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული სახის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ ამგვარი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, კანდიდატებთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტალანტის განვითარების პროგრამას, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება - "InPort Svitzer".

პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა წარმატებული ტალანტების აღმოჩენის კუთხით.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ნოემბერი

Be motivated and build successful career to make a difference!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე