კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;
** პოტენციური იურიდიული კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
** შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
** კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
** ​კლიენტებისაგან სადაზღვევო ურთიერთობის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის დროულად მომზადება;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე