მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება და წარმოდგენილი პროდუქციის პლანოგრამასთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტებით განლაგების კონტოლი;
** ობიექტებზე პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება და გაწყობა;
** ობიექტების პერსონალთან პოზიტიური კომუნიკაცია;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე