ადრეული განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ბავშვები
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე

ადრეული განვითარების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალისტი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და ა.შ)
** უზრუნველყოფს ბავშვის და ოჯახის შეფასებას და განვითარების გეგმის შემუშავებას
** ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას მშობლის უნარების გაძლიერებით, საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებით.
** ხელს უწყობს ბავშვის და მისი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
** მონაწილეობას იღებს ადრეული ინტერვენციის ინტერდისციპლინარული გუნდის შეხვედრებში.
** აწესრიგებს სავალდებულო დოკუმენტაციას ბავშვის და ოჯახის შესახებ მომსახურების მიწოდების ფარგლებში
** ეცნობა ორგანიზაციის სტრატეგიას, მიზნებსა და ამოცანებს, წესდებას და ორგანიზაციის შიდა პროცედურებს

კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ მინიჭებული ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის სერთიფიკატი

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირება;
** კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და ინიციატივა

შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე childrenofgeorgia1@gmail.com:

** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი;
** ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის სერთიფიკატის ასლი

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 ნოემბერი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეტყობინება გაეგზავნებათ, მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საკონტაქტო პირი: თეა ასლანიშვილი

ტელ: 555-33-10-41
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე