დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი "აპტოსის" ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting]. "აპტოსს" ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღასა და ბერლინშია განთავსებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: https://www.aptos.global/

"აპტოსის" კომერციული გუნდი ეძებს დირექტორის ასისტენტს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა, დოკუმენტების თარგმნის და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
** MS office პროგრამების ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის შიგნით შეხვედრების დაგეგმვა, მართვა, დოკუმენტირება, უკუკავშირი და რეპორტინგი
** ოფისის/ქვეყნის გარეთ შეხვედრების/ვიზიტების დაგეგმვა და სრული მხარდაჭერა
** შეხვედრებისთვის მატერიალების, მასალების, დოკუმენტაციის მომზადება
** დეპარტამენტებს შორის დავალებების კოორდინაცია და უკუკავშირი
** ოფიციალური კორესპონდენციის მართვა
** დირექტორის ბლოკთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების მართვა

ჩვენ გთავაზობთ:

** სწრაფად მზარდ, წარმატებულ კომპანიაში, უნიკალურ პროდუქტთან და მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე მიბმულ კვარტლურ და წლიურ საბონუსე სისტემას;
** კომპენსაციების და ბენეფიტების პაკეტს (ტელეფონი, დაზღვევა, კვება, კორპორატიული ფასდაკლებები და სხვა)

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე მეილზე: join@aptos.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა; გთხოვთ, ვაკანსიის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება;

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს;

შემოგვიერთდი "აპტოსში"!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე