პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** შრომის დისციპლინა და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიისათვის სასარგებლო სხვადასხვა პროექტების მოძიება;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** პროექტის ფინანსური და მარკეტინგული რისკებისა და სარგებლის მართვა;
** მენეჯმენტთან პროექტის პროგრესის შესახებ ანგარიშგება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 20 ნოემბერი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე