ბუღალტერიის, IFRS-ისა და საგადასახადო კანონმდებლობის კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერიის, IFRS-ისა და საგადასახადო კანონმდებლობის კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"VIP Intellect Group" გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის, IFRS for SMEs -ის და საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელ კურსებს!

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 19 წლიან გამოცდილებას!

ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიან გამოცდილების მქონდე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენს მიერ, წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად!

გაითვალისწინეთ, ჩვენთან შესაძლებელია ბუღალტერიის მომზადება ინგლისურ ენაზეც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებში.

** პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას
** კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა (Oris, Superfin, Info, 1C)
** სტაჟირება - ბუღალტრულ და აუდიტორულ კომპანიაში.

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანსური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანსურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოდ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერები.

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

** კურსის ხანგრძლივობა - თვენახევარი
** ლექციის ხანგრძლივობა -1.30
** კურსის ღირებულება ჯგუფში არანაკლებ 3-4 მსმენელისა - 300 ლარი
** კურსის ღირებულება ორ კაციან ჯგუფში: 450 ლარი
** ლექციის ხანგრძლივობა - საათნახევარი
** კურსის ღირებულება ინდივიდუალურად - 700 ლარი
** ლექციის ხანგრძლივობა - ერთი საათი
** მოქმედებს - დილის, დღის და საღამოს ჯგუფები

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://vipintellect.ge/ge/register

კომპიუტერული ბუღალტერია:

ორისი -8 საათი - 150 ლარი ჯგუფში
200 ლარი-ინდივიდუალურად

სუპერფინი - 8 საათი - 150 ლარი ჯგუფში
200 ლარი-ინდივიდუალურად

ინფო - ლარი ჯგუფში - 150 ლარი ჯგუფში
200 ლარი-ინდივიდუალურად

1C -ბუღალტერია
2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 200 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 300 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://vipintellect.ge/ge/register

www.rs.ge- მუშაობის შესწავლა ინდივიდუალურად: 1 ლექცია -30 ლარი

სტაჟირება:

"VIP INTELLECT GROUP"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს "AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.

სტაჟირების დასრულების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია როგორც ჩვენი სასწავლო ცენტრისგან, ასევე კომპანია "AMG"-ისგან.

ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

** მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
** კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
** www.rs.ge-სთან მუშაობა
** ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
** სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა
სტაჟირების ღირებულება: 300 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://vipintellect.ge/ge/register

გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან პროფესიონალი ბუღალტრები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში!

დამწყები ბუღალტრებისთის გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, აგიწყობთ საბუღალტრო აღრიცხვიანობას პროგრამაში, დაგილაგებთ საბუღალტრო დოკუმენტაციას და მოგიწესრიგებთ პრობლემებს.

"VIP Intellect Group" გთავაზობთ ფინანსური მენეჯმენტის კურსს IFRS for SMEs -ის სტანდარტების გამოყენებით!

პროგრამა განკუთვნილია: 2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.

აგრეთვე გაგიწევთ კონსულტაციებს, როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსი მოიცავს:

ლექცია 1-8 სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა

განყოფილება 1: მცირე და საშუალო საწარმოები
განყოფილება 2: კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
განყოფილება 13: მარაგები
განყოფილება 17: ძირითადი საშუალებები
განყოფილება 18: არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
განყოფილება 20: იჯარა
განყოფილება 23: ამონაგები
განყოფილება 24: სახელმწიფო გრანტები
განყოფილება 25: ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
განყოფილება 34: სპეციალიზებული საქმიანობა

ლექცია 9-10 შეფასებები

განყოფილება 16: საინვესტიციო ქონება
განყოფილება 21: ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
განყოფილება 27: აქტივების გაუფასურება
განყოფილება 10: სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

ლექცია 11-12 ანგარიშგება

განყოფილება 5: სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება
განყოფილება 4: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
განყოფილება 6: საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება
განყოფილება 7: ფულადი ნაკადების ანგარიშგება
განყოფილება 8: ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 33: დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 32: საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
განყოფილება 30: ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
განყოფილება 3: ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
განყოფილება 35: მსს ფასს-ზე გადასვლა

ლექცია 13 ფინანსური ინსტრუმენტები

განყოფილება 11: ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
განყოფილება 12: სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები
განყოფილება 22: ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

კურსს უძღვება: მიხეილ მუმლაძე

მიხეილის პროფესიული კარიერა მოიცავს 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგში. მიხეილი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასევე საჯარო სექტორში. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას წარმოების მიმართულებით ასევე ენერგეტიკის სექტორში. 2018 წლიდან მიხეილი კითხულობს სალექციო კურსს IFRS სტანდარტები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის და ფინანსების მართვას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიხეილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის სისტემების ანალიზსა და დიზაინში - City University London. ასევე, ACCA-ის უმაღლეს დიპლომს აღრიცხვასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 500 ლარი - 4 კაცი და მეტი ჯგუფში.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს "პსპ დაზღვევა", შპს "ემბავუდ ჯორჯია", შპს "ფურშეტ ჯორჯია", შპს "სახალხო აფთიაქი", შპს "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://vipintellect.ge/ge/register

გთავაზობთ ტრეინინგ კურსს - "საგადასახადო კანონმდებლობაში"

(თეორიული და პრაქტიკული კურსი)

კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას და გაეცნობიან იმ სიახლეებს, რაც აქტუალურია საგადასახადო კანონმდებლობაში და შეძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, საგადასახადო სპეციალისტებისათვის, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის თემატიკა:

** საქართველოს საგადასახადო სისტემა, ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
** საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება;
** საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** დამატებული ღირებულების გადასახადი;
** აქციზი;
** იმპორტის გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი;
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო დავა;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები;
** პრაქტიკული ქეისების ანალიზი.

კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

** სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
** ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
** ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
** პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;

** კურსი მოიცავს: 12 ლექციას;
** ლექციები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ-2 სთ
** ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 მსმენელი
** კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 500 ლარს

კურსს უძღვება ტრენერი: დავით მამრიკიშვილი და ვალერიან კაციტაძე

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://vipintellect.ge/ge/register

მის: პეკინის ქ. #28, მე-6 სართ
ტელ: 2378111; 593618212; 551196110;

e-mail: ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup/
http://vipintellect.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე