მიმტანი, დამხმარე მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, დამხმარე მიმტანი
მომწოდებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა რესტორანი "პომოდორისიმო", "ტაბლა სალონი", "ტაბლა დუქანი", პიცერია "პომოდორისიმო" და "კაფე ლაბორატორია".

გთავაზობთ 2 ვაკანსიას "პომოდორისიმო მერანსა" და "ტაბლა სალონში":

1. "პომოდორისიმო მერანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 42.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს.

კანდიდატები გაივლიან სერვისის სტანდარტების ტრენინგს.

ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის" მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არაუგვიანეს 2019 წლის 8 დეკემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი პომოდორისიმოში".

2. რესტორანი "ტაბლა სალონი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უფროსი მიმტანის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
** უფროსი მიმტანის დავალებისამებრ შეკვეთის მოტანის უზრუნველყოფა;
** სტუმრის წასვლის შემდგომ მაგიდის ალაგება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს.

ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის" მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancyF.B@icr.ge არაუგვიანეს 2019 წლის 08 დეკემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე მიმტანი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე