ალუმინის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ალუმინის ხელოსანი
მომწოდებელი: ჯეო-გლასს
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
კომპანია "ჯეო-გლასს"-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება, რეალიზაცია, პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია "ჯეო-გლასს"-ი აცხადებს ვაკანსიას ალუმინის ხელოსნის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ალუმინის საწარმოში პროფილის დაჭრა;
** დაჭრილი პროფილის შეკვრა;
** მექანიზმების აწყობა;
** კარ-ფანჯრებისა და სხვა საბოლოო პროდუქციის აწყობა.

უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველია ალუმინის სისტემების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ; შაბათი: 09:00-15:00-საათამდე.
სახელფასო ანაზღაურება: საბონუსე პაკეტი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა 5/7.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტს
** კვებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: hr@geoglass.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ალუმინის ხელოსანი).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 01 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე