უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"გუდაური ლოჯი" ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 120 კილომეტრში, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს. სასტუმრო შედგება 3 კატეგორიის 121 კომფორტული ოთახისგან. "გუდაური ლოჯში" სტუმრებს უმასპინძლებს: რესტორანი "ხაშერია", ლაუნჯ ბარი, ღია ბარი, საკონფერენციო ოთახები, სპა და სკი დეპო.

"გუდაური ლოჯი", ქართული ბრენდის "Amber Group"-ის სასტუმროების ქსელის წევრია. "Amber Group"-ი მსხვილი, სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით გეგმავს 6 სასტუმროს გახსნას, 700 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. ჯგუფის მიზანია უნიკალური ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას

"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
დამატებითი ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა და საცხოვრებელი ადგილი

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკონტროლოს სასტუმროს ვიდეოკამერები, სასტუმროს ტერიტორიები და თანამშრომლების გასასვლელები
** სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის პირადი ქონების დაცვა
** სასტუმროს სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების ყოველდღიური მონიტორინგი
** დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის გამოძიებას როგორიცაა ქურდობა და კუთვნილი ნივთის დაკარგვა
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს უსაფრთხოების დეპარტამენტში
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2019 წლის 10 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე