მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"გუდაური ლოჯი" ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 120 კილომეტრში, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს. სასტუმრო შედგება 3 კატეგორიის 121 კომფორტული ოთახისგან. "გუდაური ლოჯში" სტუმრებს უმასპინძლებს: რესტორანი "ხაშერია", ლაუნჯ ბარი, ღია ბარი, საკონფერენციო ოთახები, სპა და სკი დეპო.

"გუდაური ლოჯი", ქართული ბრენდის "Amber Group"-ის სასტუმროების ქსელის წევრია. "Amber Group"-ი მსხვილი, სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით გეგმავს 6 სასტუმროს გახსნას, 700 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. ჯგუფის მიზანია უნიკალური ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.

"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: შეფ მზარეული
დამატებითი ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა და საცხოვრებელი ადგილი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოამზადოს ცომეულობა და სხვა ცხობადი პროდუქტები
** პასუხისმგებელია გამოაცხოს ყველა ფუნთუშეული არსებული მენიუდან და ღონისძიებისთვის სტანდარტული რეცეპტით
** უზრუნველყოფს რომ ყველა ცომეული მზადდება დროულად
** გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების დარეგულირებისთვის რეცეპტის მიხედვით
** ვალდებულია ქონდეს სრული ცოდნა მენიუს ცვლილებების , სპეც. შეკვეთების შესახებ და მათი სტანდარტული რეცეპტების შესახებ
** უზრუნველყოს შეავსოს და შეამოწმოს ყველა პროდუქტი ბუფეტში
** ვალდებულია ყოველდღიურად შეამოწმოს და შეინარჩუნოს სისუფთავე ღუმელში, მაცივრებში, თაროებზე და დანარჩენ ნივთებზე
** ინფორმაცია მოაწოდოს ყველა დარღვევის შესახებ სასტუმროს აღმასრულებელ შეფ-მზარეულს
** ითანამშრომლოს მთლიან სამზარეულოს შემადგენლობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საცხობში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2019 წლის 10 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე