მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"გუდაური ლოჯი" ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 120 კილომეტრში, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს. სასტუმრო შედგება 3 კატეგორიის 121 კომფორტული ოთახისგან. "გუდაური ლოჯში" სტუმრებს უმასპინძლებს: რესტორანი "ხაშერია", ლაუნჯ ბარი, ღია ბარი, საკონფერენციო ოთახები, სპა და სკი დეპო.

"გუდაური ლოჯი", ქართული ბრენდის "Amber Group"-ის სასტუმროების ქსელის წევრია. "Amber Group"-ი მსხვილი, სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით გეგმავს 6 სასტუმროს გახსნას, 700 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. ჯგუფის მიზანია უნიკალური ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.

"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: შეფ მზარეული
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით

პოზიციის აღწერილობა:

პასუხისმგებელია ხარისხიანი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით
** უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს
** გააკონტროლოს მაცივრების და საყინულეების ტემპერატურა
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2019 წლის 10 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე