ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა INFO-ს ცოდნა;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე