ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
"გუდაური ლოჯი" ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 120 კილომეტრში, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში მდებარეობს. სასტუმრო შედგება 3 კატეგორიის 121 კომფორტული ოთახისგან. "გუდაური ლოჯში" სტუმრებს უმასპინძლებს: რესტორანი "ხაშერია", ლაუნჯ ბარი, ღია ბარი, საკონფერენციო ოთახები, სპა და სკი დეპო.

"გუდაური ლოჯი", ქართული ბრენდის "Amber Group"-ის სასტუმროების ქსელის წევრია. "Amber Group"-ი მსხვილი, სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით გეგმავს 6 სასტუმროს გახსნას, 700 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. ჯგუფის მიზანია უნიკალური ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.

"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: ტექნიკური სამსახურის მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა და საცხოვრებელი ადგილი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა
** სასტუმროს აღჭურვილობის და დანადგარების მუდმივი მონიტორინგი
** ითანამშრომლოს სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, რათა მოახდინოს ტექნიკური პრობლემების სწრაფი აღმოფხვრა
** რეგულარულად შეამოწმოს ჩილერისა და სავენტილაციო შახტის გამართულობა და შეაკეთოს საჭიროების შემთხვევაში
** სისტემატიურად აკონტროლოს გათბობისა და გაგრილების დანადგარები
** შეამოწმოს წყლის დონე და წნევა წყლის მომწოდებელ სისტემაში
** ტექნიკოსებს დახმარება გაუწიოს სხვა სამუშაოების შესრულებაში
** შეამოწმოს წყლის გამწმენდი სისტემები
** შეამოწმოს წყლის გასაფილტრი სისტემები და წყლის რეზერვუარები
** შეამოწმოს ელექტროსადგურის მოწყობილობები
** შეამოწმოს წყლის გაჟონვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ დეპარტამენტში
** სასტუმროს ტექნიკური აღჭურვილობის დეტალური ცოდნა
** სანტექნიკის და ელექტრო სისტემების ცოდნა
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2019 წლის 10 დეკემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე