სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს ქალაქში 12 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო კომუნიკაციის, კამპანიების, აქციების, მარკეტინგული პროექტების შექმნა და შესრულება;
** სოციალური მედიისთვის კონტენტის - ბლოგების, პოსტების მომზადება;
** კამპანიის/აქციის რეპორტინგის მომზადება;
** კონკურენტების კვლევა;
** დაგეგმილი კამპანიის/აქციის ფარგლებში სასაჩუქრე მასალის/სარეკლამო მასალის შესყიდვა;
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** წერის კარგი უნარები [copywrighting]
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი; [copywrighting]
** გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 8 დეკემბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე