ფილიალის მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
გახდი ლიდერ კრედიტის გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი ქ. რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: სრული

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები ან ბიზნეს- ადმინისტრირებების მიმართულებით);
** აღნიშნულ სფეროში (საფინანსო ან საბანკო) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

სამუშაო აღწერილობა:

** მიმდინარე პროცესების მართვა;
** ფილიალის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამტკიცებული გეგმების შესრულება;
** ანგარიშის მომზადება ფილიალის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
** ფილიალში დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ეფექტურობის შეფასება;

უნარები:

** სტატისტიკური ანალიზის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვის უნარი
** სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პუნქტუალურობა

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან).

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე