მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
გახდი ლიდერ კრედიტის გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის გავლის გამოცდილება (სასურველია);

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული/საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცონდა (სასურველია LoanKeeper-ში მუშაობის გამოცდილება);
** IFRS -ის მიხედვით ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია (ACCA-ს სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესად);
** ბიუჯეტირების პროცესების ცოდნა და ფაქტობრივი ანალიზის გეგმა;
** ფინანსური ანგარიშგების მექანიზმის ცოდნა: : BS (Balance Sheet), IS (Incom Statement), CF (Cash Flow) (სასურველია);
** კომპანიის ფულადი სახსრების მართვა.

უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან). გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება: კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე