საწყობის აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის აღმრიცხველი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
დასაქმების კომპანია ეიჩარ პარტნერსი (http://www.hrpartners.ge) კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღმრიცხველის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საწყობში ტვირთის შეტანა-გატანის ფორმების დამზადება, დამუშავება, კორექტირება და სისწორის კონტროლი.
** კომპანიის შიდა პროგრამის მონაცემთა ბაზაში მონაცემების ატვირთვა და კონტროლი;
** საწყობში განთავსებული ტვირთების ნაშთის სისტემური კონტროლი;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავება, კორექტირება და დაარქივება;
** ხელმძღვანელისგან უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Excel განსაკუთრებით) მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: hrpartners.vacancy@gmail.com და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მონაცემების ჩვენთან გამოგზავნის შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე