HR ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ფორმულა
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
ტელეკომპანია ფორმულა აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება და ორგანიზება;
** თანამშრომლების მონაცემების დარეგისტრირება პროგრამაში;
** შვებულებებისა და მივლინებების ადმინისტრირება;
** ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
** სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** კრეატიული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00 - 20:00

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:hr@formula.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება "HR ადმინისტრატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე