დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღე-ღამის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
მისო "რიკო ექსპრესი" ქ. გურჯაანში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე:

საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა + პრემია + მე-13 ხელფასი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ადგილობრივი კადრი;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება. (არაანაზღაურებადი სტაჟირება 1 თვე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება, ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: ქ. გურჯაანი წმინდა ნინოს ქ. 1

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე