საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესისა და/ან ფინანსების მიმართულების ბაკალავრებსა და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი;
** ანგარიშების (რაპორტების) მომზადება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

მოვალეობები:

** ინვესტორთა მოძიება/მოზიდვა ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყაროების საშუალებით, მათი საკრედიტო და საინვესტიციო პროდუქტების შესწავლა, ურთიერთობის დამყარება/პირველადი მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ ან/და უკვე ბაზაში არსებულ ფინასურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია;
** შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
** არსებული ბაზის დამუშავება/ განვითარება;
** განყოფილებაში მიმდინარე პროექტების საანგარიშგებო კომპონენტის შესრულება;
** შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ორგანიზება/მოგვარება;
** ინვესტორთათვის საინფორმაციო მასალების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა;
** თემატური ინფორმაციის მოძიება დამუშავება;
** განყოფილების დოკუმენტების წარმოება და აღრიცხვა;
** ორგანიზაციის დამატებითი რესურსების მობილიზაციას, ფონდების მოძიებასა და პროექტების წინადადებების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება
** შესრულებული სამუშაოს ანგარიში;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 22 ნოემბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე