უნივერსალური ბანკირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური ბანკირი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს მიღებას უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
** საკუთარი საკრედიტო პორთფელის კონტროლი და დაფარვების მონიტორინგი
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის წოდება ეკონომიკის, საბანკო საქმის განხრით);
** საბანკო საფინანსო სექტორში საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია ტრენინგი/სასწავლო კურსი - ტრენინგი "ეფექტური გაყიდვები"

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 22 ნოემბერი, 18:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე