გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ფუდს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია პრემიუმ ფუდს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა
** კლიენტებისთვის კატალოგისა და პროდუქციის გაცნობა
** შეკვეთების აღება
** შეკვეთის პროგრამაში შეყვანა
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
** შეთავაზებების სპეციალური პაკეტის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება.
** დებიტორული დავალიანების კონტროლი
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** თბილისის ქუჩების კარგი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასაწყობე პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** მოწესრიგებულობა
** გუნდურობა
** პრეზენტაბელურობა
** პრიორიტეტების დასახვა
** დროის მენეჯმენტი
** დეტალების მართვა

ვაკანსიის სხვა დამატებითი დეტალები:

** კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება 1200 ლარი (ხელზე აღებული).
** შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით დასაქმებულს ხელფასთან ერთად მიეცემა ბონუსი.
** სავალდებულოა პირადი ავტომობილის ქონა, რომლის საწვავის ხარჯს უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@pfg.ge არაუგვიანეს 2019 წლის 14 ნოემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე