მგზავრთა გადაყვანის აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მგზავრთა გადაყვანის აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 244906_airports_app_1969509.zip
შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მგზავრთა გადაყვანის აგენტი.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორის აეროპორტი

ძირითადი ფუნქციები:

** მგზავრთა უსაფრთხო მომსახურება საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მგზავრთა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
** მგზავრთა ბილეთის მონაცემების გადამოწმება ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად,
** მგზავრთა პირადი მონაცემების შემოწმება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე;
** მგზავრთათვის აკრძალული ნივთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ხელბარგში დასაშვები ნივთების სახეობისა და სითხის მოცულობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში მგზავრთა ვიზის და ვიზის მონაცემების გადამოწმება;
** მგზავრთა და ბარგის რეგისტრაცია სისტემაში და მგზავრისათვის ჩასხდომის ბარათის დამზადება;
** მგზავრთა საჰაერო ხომალდში უსაფრთხო ჩასხდომის უზრუნველყოფა;
** მიმაგრებული ტექნიკის და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** შესაბამის სამსახურებთან მუდმივი კავშირი, როგორც მობილური ტელეფონით, ასევე სტაციონალური და მობილური რადიოსადგურების მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"-ში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158.
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე