შემოსავლების აღრიცხვისა და ბილინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლების აღრიცხვისა და ბილინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 244905_airports_app_4389382.zip
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შემოსავლების აღრიცხვის და ბილინგის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება

ძირითადი ფუნქციები:

** შემოსავლების პროცესების შემუშავება და კონტროლი;
** შემოსავლების აღრიცხვის კოორდინატორების, ბილინგის ოპერატორების და მოლარე-ოპერატორების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** შემოსავლების პროცესების გამარტივების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროების გამოვლენა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება და დანერგვა;
** ფასების ბრძანებების მომზადებაში ჩართულობა და ფასების ბრძანებების დროული გაცნობა შესაბამის თანამშრომლებისთვის;
** შემოსავლების ხელშეკრულებების პირობების გაცნობა, პროგრამაში დაფიქსირებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** შემოსავლების ანალიზის და სტატისტიკური რეპორტების შემუშავება საჭიროების შემთხვევაში;
** დებიტორების ნაშთების რეპორტინგი მენეჯმენტთან; საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან ურთიერთობა;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით სხვადასხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზის, ბაზის და ანგარიშების მომზადება;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება ფინანსების განხრით;
** სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:
** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS
** Outlook

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე