მობილური ჯგუფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილური ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: Mindstream Headhunting & Recruitment
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
დასაქმების სააგენტო "MINDSTREAM Headhunting & Recruitment"-ი აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სადაზღვევო კომპანიისათვის სრულ განაკვეთზე მომუშავე მობილური ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხიმგებლობები:

** სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე ვიზიტი (საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში) და ქონებრივი ზარალების რეგულირების პროცესის კოორდინაცია;
** ზარალის რეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
** სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამის სერვის ცენტრებთან, საპატრულო პოლიციასთან და საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობა;
** სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სავალდებულოა ავტომობილების მოდელებისა და მარკების, ასევე, ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** სერვის ცენტრებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** სავალდებულოა მართვის მოწმობის ქონა;
** სავალდებულოა ავტომანქანის ქონა პირად სარგებლობაში.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@mindstream.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მობილური ჯგუფის მენეჯერი (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2019 წლის 22 ნოემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე