GPS მონიტორინგისა და რეპორტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: GPS მონიტორინგისა და რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2004 წელს. თუმცა კომპანია 1998 წლიდან მოღვაწეობდა სხვა სახელწოდებით და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში.

პარტნიორთა ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "კომპანია ორბიტა" გახდა საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი ისეთ პოპულარულ ბრენდებზე, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, PATOS, MOKATE, MISHKINO, ITALFOOD, NMGK, TADIM, Агрокультура, Prosto, Русский Завтрак, Националь.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას GPS მონიტორინგისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული GPS ბაზის შესწავლა, შემდგომი მხარდაჭერა და განვითარება;
** GPS ბაზის გასწორება და მუდმივი მონიტორინგი;
** 1C პროგრამაში კონტრაგენტების გახსნა და დამატება;
** კონტრაგენტების მონაცემების შედარება RS.ge თან;
** თანამშრომელთა დასწრების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** აღნიშნული ინფორმაციის პერიოდული რეპორტინგი;
** ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;

მოთხოვნები:

** სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
** თბილისის ქუჩების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ორიენტაციის კარგი უნარი;
** ანალიტიკური და იმავდროულად წარმოსახვითი-სივრცითი აზროვნება;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე