იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ექსპორტ-იმპორტის ტვირთის გადაზიდვების და განბაჟების პროცესის სწორად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა;
** ფინანსური დეპარტამენტისათვის, განხორციელებული საქმიანობის, ყველა დოკუმენტის წარდგენა;
** მაკონტროლებელი ორგანოებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საბაჟო პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის კარგად ცოდნა (B2 დონე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფა მოხდება კომპანიის მიერ);

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** დროის მართვის უნარი
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com და გთხოვთ წერილის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე