სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 244887_244887_justice_9930823_7742004.zip
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2019 წლის 07 ნოემბრის N274/ს ბრძანებით გამოცხადდა სტაჟიორთა კონკურსი. კონკურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2019 წლის 10 დეკემბრიდან 24 დეკემბერამდე ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად ჩატარდება.

I ეტაპი - ზოგადი უნარ-ჩვევები, 10 დეკემბერი, 2019 წ.
II ეტაპი - პროფესიული ნაწილი. კონკურსი ჩაინიშნება 2019 წლის 24 დეკემბრამდე (ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ კონკურსის ჩანიშვნამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე).

სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

შენიშვნა: აპლიკანტს რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, კონკურსში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს განათლების აღიარების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

** განაცხადი თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1ა);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, მას უფლება ეძლევა გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე. რეგისტრაციის ვადა სრულდება კონკურსის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge ან იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომისიის სამდივნოში, მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 09 ნოემბრიდან 04 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: stajirebanotary@tcj.gov.ge

საკონტაქტო პირები:

ქეთევან ზვიადაძე, ელ. ფოსტა: kzviadadze@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 294 22 65
მეგი ოდიშელიძე, ელ. ფოსტა: modishelidze@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 238 22 59

მოთხოვნები სტაჟირების გავლის მსურველი პირის მიმართ
"სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე" იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად:

ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

გამოცდის ფორა და ეტაპები:

** პირველი ეტაპი - ზოგადი უნარები - 100 კითხვა, 2 საათი.
** მეორე ეტაპი - პროფესიულ ნაწილში ტესტირება 100 კითხვა, 3 საათი.
** საგამოცდო ტესტი შედგება 100 ტესტური დავალებისგან 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

კანდიდატს, რომელიც ზოგადი უნარების ტესტში მიიღებს 70 ან მეტ ქულას, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ნაწილის ტესტირებაში, ხოლო პროფესიული ნაწილის ტესტირებაში დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 75 ქულა. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირების ორივე ეტაპს თითოეულ ეტაპზე დააგროვებს განსაზღვრულ ქულას.

გამოცდის თარიღისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.

სტაჟირების პირობები:

სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს, მათ შორის, თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე.

იხილეთ სტაჟიორთა გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

განაცხადის ფორმა:

"სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის N450 ბრძანება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე