სისტემური ადმინისტრატორი, IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი, IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"Hotel Hub" არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში.

"Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 19+ ქვეყანაში და 140+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში. ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

სამუშაოს აღწერილობა:

** IT მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელური უსაფრთხოების და თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
** არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
** Windows სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ინსტალაცია, მენეჯმენტი, ადმინისტრირება, პერიოდული განახლება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სისტემების სარეზერვო კოპირება და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენა;
** Windows სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ყოველდღიური დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
** აპარატურული და ვირტუალური სერვერების ინსტალაცია და მომსახურება;
** MS Windows დომეინის, სერვერების ინსტალაცია და მომსახურება;
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
** საინფორმაციო და საკომუნიკაციო ქსელის დახვეწა/სრულყოფა/მომსახურება საჭიროებისამებრ (ქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერების, სხვა ქსელური მოწყობილობების, ანტივირუსების, მონიტორინგის, ბეკაპების, პროგრამული უზრუნველყოფების, ვებ გვერდების და ა.შ.);
** ახალი პროექტებისთვის შესაბამისი სატესტო და რეალური გარემოების მომზადება
** კომპანიაში არსებული სერვისების დოკუმენტირება და მასში მომავალი ცვლილებების შეტანა და დოკუმენტირება

ვის ვეძებთ ჩვენ:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Active Directory Services, Microsoft DNS Server, DNS DHCP (Microsoft DHCP Server), შიდა ქსელური PKI, Microsoft Office Communication Server, Lync, Microsoft File Sharing services - ინსტალაცია და მართვა;
** ქსელში არსებული კომპიუტერების და სერვერების განახლება (Wsus);
** SAN Storage სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკური ინგლისურის ცოდნა;
** Web სერვერებთან (IIS, Apache, Tomcat) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ცოდნა
** ქსელური ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა
** Microsoft azure-თან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: მოლაპარაკებადია, კვალიფიკაციის შესაბამისად;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე