გაყიდვების მენეჯერი, პრომო ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, პრომო ხელმძღვანელი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და პრომო გოგონების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

"3D Painter" ამზადებს სუვენირებს და ჯილდოებს. მაღალი ხარისხის კრისტალებში შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატების ჩახატვა კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი
** მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა
** დაქვემდებარებული პრომო გოგონების მართვა
** გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და პროცესში ჩართვა
** შეკვეთების მიღება, ფასების დათვლა და შეკვეთის გაფორმება
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა
** გუნდის მენეჯმენტი, მოტივაცია და კონტროლი
** მუდმივი მუშაობა პრომო გოგონებთან მათი ეფექტური და თავაზიანი მომსახურების კონტროლი
** ფილიალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაბელური
** გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com და გთხოვთ, სათაურში
(subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე