ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 5000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორი, გ. ნადარეიშვილის ქუჩა #4
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 500 ლარიდან და იზრდება 800 ლარამდე ეტაპობრივად 1 წლის განმავლობაში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ტვირთვის გადაცემა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ერთჯერად კვებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

თუ გსურს გახდე ჩვენი დიდი გუნდის წევრი, აირჩიე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

** მოდი პირდაპირ გასაუბრებაზე, ნიკორა ტრეიდის სათაო ოფისში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-ზე ან 15:00 საათზე (მისამართი: ც.დადიანის #7, ს/ც ქარვასლა, მე-4 სართული).
** გამოაგზავნე შენი მონაცემები ელ. ფოსტით, მისამართზე anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " ცენტრალური საწყობის თანამშრომელი" ან დაგვირეკე 591 04 08 40 / 0322 500 406
** შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

ნიკორას HR გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე