მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სენა ავტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგად
** ინგლისური - კარგად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები.

გამოცდილება:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სფერო: კლიენტთა მომსახურება.

სამუშაოს აღწერა:

** სერვისში შემოსული ავტომანქანების აღრიცხვა, რეესტრში გატარება და ინვოისის გახსნა;
** კლიენტებისათვის ავტომობილებისა და ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი ფასის და შესრულებული სამუშაოების ჩვენებით
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@senamotors.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე