სასტუმროს დაცვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო ავენიუ
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
თბილისის საქმიან ცენტრში - გამსახურდიას (პეკინის) გამზირი 5-ში ახლადგახსნილი ოთხ ვარსკვლავიანი "სასტუმრო ავენიუ" აცხადებს სასტუმროს დაცვის ოფიცრის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა;
** სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი;
** სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ სტუმრების ბარგის გადმოტვირთვისა და დაბინავების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მიმღების თანამშრომლის ჩანაცვლება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;

სასტუმროს იცავს კერძო დაცვის კომპანია. დამონტაჟებულია საგანგაშო ღილაკი - საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ჯგუფის მხარდაჭერის გამოსაძახებლად

სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 400 ლარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.nebieridze@hotmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე