საგადასახადო იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგადასახადო იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: LTA Georgia
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
LTA Georgia - იურიდიული, საგადასახადო და ბუღალტრული მომსახურების გამწევი კომპანიაა, რომელიც ემსახურება საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო კლიენტებს.

LTA Georgia აცხადებს საგადასახადო იურისტის თანაშემწის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (არანორმირებული სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1, 000 ლარი (დაქვითვამდე), ზრდის პერსპექტივით

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტთან კომუნიკაცია
** ყველა საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება
** კლიენტებისთვის იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციების მომზადება
** საკონსულტაციო წერილების მომზადება, ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების შაბლონების მომზადება
** ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განცხადებების/საჩივრების მომზადება და ჩაბარება
** კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება
** სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია საქმიანობის პროცესში

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება
** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია) და რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია)
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Power Point, Excel)
** სავალდებულოა ეფექტური და გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული / ადმინისტრაციული კუთხით
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: info@LTA.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "საგადასახადო იურისტის თანაშემწე".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 08.12.2019.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე