სტაჟირების პროგრამა ლოგისტიკის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა ლოგისტიკის დეპარტამენტში
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში.
დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორიასო კომპანიების P& G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს სტაჟირების პროგრამას ლოგისტიკის დეპარტამენტში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 - 6 თვე

სამუშაო აღწერილობა:

** ლოგისტიკის განყოფილებაში მიმდინარე პროცესების გაცნობა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროცესების ანალიზი;
** რეპორტების მომზადება/ანალიზი

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel)
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** გამოცდილების მიღების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;

პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე