კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Joma
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
ესპანური სპორტული ბრენდის "JOMA"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Internet);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება დახარისხება.
** დარბაზში განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლის სიზუსტის მონიტორინგი.
** ზემდგომ პირთან მუდმივი კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
** მაღაზიაში პროდუქციის მარაგის კონტროლი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV), შემდეგ ელფოსტაზე: 015@sbm.ge (სათაურის ველში მიუთითეთ კანდიდატის სახელი და გვარი. აუცილებელია რეზიუმეს დაურთოთ ფოტოსურათი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე