Full-stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full-stack დეველოპერი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"Envirotech" აცხადებს ვაკანსიას Full-stack დეველოპერის თანამდებობაზე.

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 4 წელია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზანს. "Envirotech"-ის ოპერაციული არეალი მოიცავს პროგრამების შექმნისა და განვითარების მიმართულებებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მოწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება და განხორციელება;
** ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP OOP;
** Laravel-თან მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;
** Databases: MySQL;
** HTML5, CSS3;
** bootstrap
** Javascript + (Jquery)
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** API-სთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ხელფასსა და ბონუსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საუკეთესო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას და დადებით სამუშაო გარემოს.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00-დან 20:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება).

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr-envirotech@envirotech.ge და სათაურის ველში ჩაწეროთ "Full-stack Developer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე