ტორტის ჩამკრემავი, ბისკვიტის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტორტის ჩამკრემავი, ბისკვიტის მცხობელი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ტორტის ჩამკრემავის და ბისკვიტის მცხობელის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი (გლდანი/პეკინი/დადიანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში ხუთი დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბისკვიტის მომზადება;
** ტორტის აწყობა;
** ტორტის ჩაკრემვა.

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge 20 ნოემბრამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე