მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სან სთორზი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
შპს "სან სთორზი" - საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის - შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ავტოგასამართ სადგურებთან არსებული მაღაზიების (მარკეტების) ქსელში მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია: https://gulf.ge/ge/hr

შპს "სან სთორზის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

1. ეთანხმებით, რომ შპს "სან სთორზი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან სთორზის" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
2. ანიჭებთ შპს "სან სთორზს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან სთორზი" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე