სხვადასხვა - დამწყები პოზიციები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა - დამწყები პოზიციები
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"კრედო ბანკი" ერთერთი სწრაფად განვითარებადი ორგანიზაცია ქართულ ბაზარზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი განვითარება.

ჩვენ ახალ თანამშრომლებს ვთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტნეს მომსახურების დაფინანსებას - ბენდუქიძის აუზი, World Class, ჰუალინგი;
** ტრეინინგების, მასტერკლასების, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების თანადაფინანსების შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოში, პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** კორპორატიული ღონისძიებებს კომპანიის დაფინანსებით წელიწადში რამდენჯერმე.

ჩვენ ვეძებთ ბანკში კარიერის დაწყების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ნებისმიერი ფაკულტეტიდან:

მთავარია შენ იყო:

** მოტივირებული;
** დაუზარელი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** საბანკო სფეროში კარიერის გაკეთების სურვილით შეპყრობილი;
** ენთუზიაზმით სავსე;
** პასუხისმგებლიანი.

თუ თვლი, რომ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებ დანარჩენს ჩვენ თავად შეგასწავლით და მოგცემთ რეალურ შანსს განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში.

ამჟამად ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

განვადების ოფიცერი;
მონიტორინგის აგენტი;
უმცროსი სესხის ოფიცერი;

ყველა პოზიციაზე გათვალისწინებულია ანაზღაურება, რაც აკმაყოფილებს აუცილებელ პირველად საჭიროებებს.

სწავლის პროცესში ხელშეწყობა იქნება შუალედური წერების და გამოცდების დროს.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა გამოაგზავნეთ თქვენი სივი შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge ან ჩაგვიგდე შენი CV inbox კრედო კარიერის გვერდზე 15 ნოემბრის ჩათვლით.

წერილის სათაურში მიუთითეთ ქალაქი, რომლითაც ხართ დაინტერესებული და სახელწოდება: "დამწყები კრედოელი"
გისურვებთ წარმატებულ დასაწყისს კრედო ბანკთან ერთად - #გახდიკრედოელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე