კურიერი - 1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი - 1
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 243801_Application_Form_8599227.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 750 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა A ან A1 კატეგორია (კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;

სტაჟირება: 2 კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.11.2019
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე