კურიერი - 2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი - 2
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 243798_Application_Form_1408615.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას საკურიერო სამსახურში კურიერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 850 ლარი
სამუშაო გრაფიკი - I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30 - 17:30, შაბათი 12:00 - 16:00; კვირა დასვენება;
II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 - 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა A ან A1 კატეგორია;
** (კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** სტაჟირება 2 კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი, დაუკავშირდებით კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად და მათი გამოცდილება შეესაბამება მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე