პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების საერთაშორისო პროგრამა - დასაქმების უნიკალური შანსი!

"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყანის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა.

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამაში და გაიაროთ სასწავლო ტრენინგი სერბეთში!

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კანდიდატები განაწილდებიან შემდეგ ორ პოზიციაზე ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი .

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება;
** საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** დადგენილი გეგმის შესრულება;
** ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
** საკრედიტო განაცხადის დამუშავება, რეზიუმეს მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, კომიტეტში მონაწილეობის მიღება ხმის უფლებით;
** ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ფიზიკური პირების მრჩეველი

სამუშაოს აღწერა:

** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** კომპანიის მომსახურების და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კლიენტების სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და სატელეფონო ზარების განხორციელება;
** ბიზნეს შედეგების ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე (2 სამთვიანი ბლოკი).
ლოკაცია: პროკრედიტის ტრენინგ ცენტრი ბელგრადში, პროკრედიტის ფილიალები საქართველოში

ჩვენ უზრუნველვყოფთ:

** საცხოვრებელს;
** ფრენის ხარჯებს;
** ყოველთვიურ სტიპენდიას.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

** ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
** მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
** ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
** ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
** პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
** ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ვეძებთ მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული;
** გუნდური;
** მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.

და ვისაც აქვს:

** უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალი დონე;
** პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

"პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ "პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში" მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

კანდიდატთან დაკავშირება მხოლოდ, სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com

"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=7f2fe4892f1c8c679688f45bc7b54b84

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ფიზიკური პირების მრჩეველი:
https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=b6141fd580d1256a14a4d3f895af94f6
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე