სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ძირითადი მიზანია სერვისცენტრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 - 17:00, შაბათი 10:00 - 14:00;
ანაზღაურება - 400 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

საფოსტო გზავნილების დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე, მათი ფიზიკური გადატანა და მომხმარებლისათვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი - თბილისი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე